ბოტების აქტივობა

ბოლო განახლება 14:00

ბოლო განახლება 14:00

0
აქტიური ბოტი
0
აქტიური ბოტი

ბოლო განახლება 14:00

mtavari

ბოლო განახლება 14:00

form

ბოლო განახლება 14:00

0
აქტიური ბოტი
0
აქტიური ბოტი
აქტიური ბოტი

ხშირად დასმული კითხვები

 კითხვა: რა ნებართვებს (Permissions) ითხოვს დამატება ჩემი ბრაუზერიდან და რა ინფორმაცია მიაქვს?

პასუხი: დამატება ითხოვს მხოლოდ მინიმალური ფუნქციონალისთვის საჭირო ნებართვას – Site Access-ს რომლის გარეშეც ბოტების მონიშვნა ფეისბუქზე შეუძლებელი იქნებოდა. ნებართვის სანახავად შედით ქრომის ბურგერ-მენიუში, აირჩიეთ More Tools > Extensions იპოვეთ დამატება VinVinAris და დააჭირეთ Details, ჩამოსქროლეთ და იპოვეთ განყოფილება Permissions და დარწმუნდით რომ დამატებას აქვს წვდომა მხოლოდ ორ მისამართზე api.vinvinaris.com -ზე და facebook.com-ზე.

კითხვა: საიდან იგებთ ვინ არის ბოტი და ვინ არა?

პასუხი: ვიყენებთ ბოტების ამოცნობის ორ მეთოდს, ერთი დაფუძნებულია  ენის ნატურალური დამუშავების კომპლექსურ ალგორითმებსა და მანქანური სწავლების (Machine Learning) -ის უახლეს გადაწყვეტების ერთობლიობაზე, რომელსაც ვუთავსებთ მეორე მეთოდს – საზოგადოების მიერ დარეპორტებული პროფილების მექანიკურ ანალიზს.

 

 კითხვა: ეს ადამიანი არ მომწონს, ჩემთვის მიუღებელი აზრები აქვს, დავარეპორტე და რატომ არ ამატებთ ბაზაში?

პასუხი: ბაზაში ემატება მხოლოდ სამი ტიპის მომხმარებელი: 
1) ბოტები, ანუ არ არსებული მომხმარებლების პროფილები რომლებიც იმართებიან სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი აქტორების მიერ, პროპაგანდის, მოსახლეობის აზრზე ზემოქმედების ან “ფეიკ ნიუსების” გავრცელების მიზნით. ეს მოხმარებლები აღნიშნულები არიან ბეიჯით [ბოტი] 
2) პარტაქტივი, / სახელმწიფო მოხელე ეს არიან გაცხადებული სახელმწიფო და საჯარო მოხელეები, ადამიანები ვინც ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ანაზღაურებას და მათი ბაზაში მოხვედრის ძირითადი მიზანია მათი მხრიდან საზოგადოების მიმართ მაღალი ანგარიშვალდებულობის სტანდარტების დანერგვა და აღსრულება სამოქალაქო წნეხის მეთოდით. ამავე კატეგორიაში შესაძლოა მოხვდნენ ის ადამიანები ვინც პირდაპირი ფინანსური დაინტერესების გარეშე, წინასწარი შეცნობით ავრცელებენ ყალბ პრო-სახელისუფლებო პროპაგანდას. ეს მომხმარებლები  აღნიშნულები არიან ბეიჯით [პარტაქტივი] ან [სახელმწიფო მოხელე]
3) მტრულად განწყობილი ქვეყნის გავლენის აგენტები, ესენი არიან საზოგადობის ის ნაწილი რომლებიც ატარებენ რუსულ ინტერესებს ქვეყანაში, ავრცელებენ პრო-რუსულ პროპაგანდას ან/და დადასტურებულად იღებენ დაფინანსებას რუსული ან რუსეთთან აფილირებული სახელმწიფო და კერძო აქტორებისგან. ეს მომხმარებლები აღნიშნულები არიან ბეიჯით [რუსული გავლენის აგენტი] ან [მეხუთე კოლონა]